“2012 წელს სააკაშვილს უჭერდა მხარს, 2020 წლამდე ინახავდა საზიზღარ ადეიშვილის, დღეს “ოცნების” მაშველი რგოლია” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
საქართველოში ვიქტორ ორბანს წარმოაჩენენ, როგორც კაცს, მეოჯახეს, გლობალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ რაინდს!
სინამდვილეში კი იგი გახლავთ სრულიად უპრინციპო, საკუთარი იდეების მოღალატე ადამიანი – ჯერ უბლოკო სტატუსის მქონე უნგრეთის მომხრე იყო, შემდეგ თავგადაკლული პროამერიკანისტი გახდა; ადრე ანტიკომუნისტი ლიბერალი იყო, დღეს რუსეთთან მოლაქუცე ულტრაკონსერვატორია; განათლება სოროსის ფონდის დახმარებით მიიღო, შემდეგ თავად გააძევა სოროსის უნივერსიტეტი ქვეყნიდან; 2012 წლის სექტემბრის ბოლოს სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას უჭერდა მხარს, 2020 წლამდე ხელუხლებლად ინახავდა საზიზღარ ადეიშვილის, დღეს კი “ქართული ოცნების” მაშველი რგოლია. ევროპაში ორბანის ხელისუფლებაზე უფრო კორუმპირებული რეჟიმი არ არსებობს! ოლიგარქებად ქცეულ პარტიულ ამხანაგებს ჩაუგდო ხელში მთელი ეკონომიკა; ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, საკონსტიტუციო სასამართლოდან დაწყებული კონტროლის პალატით დამთავრებული, თავად აკონტროლებს; შექმნა უზარმაზარი მედია იმპერია, რომლითაც ცდილობს ყალბი ამბების მასობრივად გავრცელებას, გიობელსის სამინისტროს შეშურდებოდა მისი პროპაგანდისტული მანქანის გამართულობის! სამთავრობო ბერკეტებით ავიწროვებს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დამოუკიდებელ მედიას. ქვეყანას, პარტიას არ ჰყავს მეორე რანგის ლიდერი… ორბანი ფიურერია, მის გარდა ყველა დანარჩენი ფიგურა პაიკია. აქვს დიქტატორისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მაგალითად, შეუძლია მილიონობით ევრო დახარჯოს თავისი მშობლიური დაბისკენ მიმავალი ხუთკილომეტრიანი რკინიგზისა და “კუკუშკისთვის”. არავის არ სჭირდებოდა ეს მატარებელი, არაფერს ცვლიდა სატრანსპორტო პოლიტიკაში, მაგრამ დიქტატორს სჭირდებოდა სათამაშო და მიიღო კიდეც ლოკომოტივის სახით. საოცარია მისი საგარეო პოლიტიკა – ყველა საკითხში აშანტაჟებს ბრიუსელს, საბოტაჟს უწყობს ევროკავშირს, მაგრამ თუ ფული მისცეს, ეგრევე ჩუმდება! საერთაშორისო ასპარეზზე ს ულტრამემარჯვენე, რასისტული მთავრობის მთავარი მხარდამჭერია, ქვეყნის შიგნით კი რაინდის ორდენით აჯილდოვებს თავის თანაპარტიელებს, რომლებიც ებრაელ მოღვაწეებს “აყროლებულ ექსკრემენტებად” მოიხსენიებენ და დარდობენ, რომ 1919-20 წლების ტერორის დროს უნგრელებმა საკმარისი რაოდენობით არ გაწყვიტეს იუდეველები. პუტინსა და სის რომ ფეხქვეშ ეგება და ყველა მიმართულებით აძლიერებს, ამაზე აღარაფერს ვიტყვი.
აი, ასე გამოიყურება თქვენი ანტიკოლონიალიზმის ცენტრალური სვეტი!