„ივანიშვილი აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გახსნითაა დაინტერესებული“ – აფხაზი ჟურნალისტი

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე წერს და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხს ვრცელ სტატიას უძღვნის.
ის წერს, მიუხედავად იმისა, რომ ს მხრიდან არანაირი ოფიციალური განცხადება არჩევნებზე არ გაკეთებულა, მათი პოზიცია ისედაც ნათელია, რადგან აღნიშნული მთავრობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
„რას ელის აფხაზეთი საქართველოს დან? ალბათ, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებას ს შუამავლობით, უარს ჟენევის დისკუსიებზე და ვფიქრობ, საქართველო არ უნდა მოელოდეს, რომ რუსეთი აფხაზეთს კეთილგანწყობისა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების სანაცვლოდ დათმობს. დიდი ალბათობით, საუბარია რაიმე სახის გაერთიანების შექმნაზე, ოღონდ არა ისე, როგორც ეს საქართველოში ესმით – ქართულ-აფხაზურ-ოსურს, არამედ რაღაც გაფართოებულ პოლიტიკურ ფორმირებას, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნებს – არა მთლად სსრკ-ს, მაგრამ რაღაც დსთ-ს მსგავსს. მოსკოვი კი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით“, – წერს ჟურნალისტი.
იზიდა ჭანია ს მხრიდან აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გახსნის დაინტერესებაზეც საუბრობს.
„„ივანიშვილი აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის გახსნით არის დაინტერესებული. ამ სიტუაციაში რუსეთისთვის ეს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის საშუალებაა. სწორედ ამიტომ გააქტიურდნენ რუსი ოლიგარქები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ცდილობდნენ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის თანამონაწილეობით ქვეყანა კაპიკებად იყიდონ”, – წერს ჟურნალისტი.
ამ გზით, აფხაზურ ოპოზიციას აქვს შანსი, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათზე ზეწოლა არ იქნება.
„ქართული ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გავერთიანდეთ, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები პროგრამა, ყველა მხარისთვის მისაღები ლიდერის გამოვლენა და ადმინისტრაციული რესურსების მინიმუმამდე დაყვანა“, – წერს ჟურნალისტი.
bpn.ge