პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა მას საქართველოს არჩევნებში რუსეთის მიერ ჩარევის მტკიცებულებები ვერ წარუდგინა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, პოლონურ Radio Zet-თან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს, მას რუსეთის მიერ ჩარევის დამადასტურებელი ურყევი მტკიცებულებები არ წარუდგინა.
დუდა ამბობს, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი თვეზე მეტი ხნის წინ ეწვია. “ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ “ქართული ოცნება” ალბათ გაიმარჯვებდა, მაგრამ არ არსებობდა იმის ნიშანი, რომ ისეთ უპირატესობას მოიპოვებდა, რაც მათ დამოუკიდებლად მართვის საშუალებას მისცემდა. შედეგი, რომელიც ცხადდება, ნამდვილად ეწინააღმდეგება იმას, რაც მაშინ პრეზიდენტმა მითხრა”, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი.
დუდა ხაზს უსვამს, რომ საქართველო “მდებარეობს მსოფლიოს ძალიან საკვანძო წერტილში, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, ეს არის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია” და დასძენს, რომ რუსეთს სურს საქართველოს ხელში ჩაგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს