ლატვია საქართველოს შესახებ EU-ს მინისტრების საერთო განცხადებას უერთდება – ბაიბა ბრაჟე

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ადასტურებს, რომ ლატვია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის იმ ერთობლივ განცხადებას უერთდება, რომლის თანახმადაც ისინი სამართლიანი სთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას გმობენ და საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ – ამის შესახებ ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ს ვიზიტსაც ეხმაურება.
“ლატვია უერთდება საქართველოს შესახებ საერთო განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზული საარჩევნო დარღვევების აღწერაში ზედმეტად სუსტია.
და დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა – ლატვიის და ევროკავშირის”, – წერს ბაიბა ბრაჟე.
აღსანიშნავია, რომ ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელებში ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნასაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას: “ეუთოს ანგარიში ადასტურებს არაერთ შეუსაბამობას და დარღვევას. რა სირცხვილია. აპლოდისმენტები ქართველ ხალხს, რომლებიც, დაშინების მიუხედავად, ხმის მისაცემად გამოვიდნენ. ევროპული მომავლის სურვლს ნებისმიერმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენთვის ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იმ ვითომ არჩევნებს დანიშნავს და წულუკიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც ე.წ კომისიაზე გვიბარებს ერთი ნაგავია. ორივე არავინაა. ორივე კლოუნია

ვლადიმერ ჩაჩიბაია – როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ – გავიგე მეორე დღეს, როცა სამსახურში მივედი, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით