ვიქტორ ორბანი არჩევნებზე: ქართველმა ხალხმა მშვიდობაზე გააკეთა არჩევანი

საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მან მთავრობაში პრემიერ ირაკლი სთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნგრელი დამკვირვებლების მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „ყველა ასპექტი იყო პოზიტიური – თავისუფალი და დემოკრატიული ს შესახებ იყო საუბარი“.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილების, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – მშვიდობის არჩევანი გააკეთა“, – თქვა ვიქტორ ორბანმა.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტნიორები „ქართულ ოცნებას“ მუდმივად აკრტიკებენ გადადმული ნაბიჯების გამო, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვია, ორბანი ამ საკითხს ასე არ ხედავს:
„მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ კი თქვა, რომ უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვიქტორ ორბანის ვიზიტი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია:
„ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“.
გუშინ, 28 ოქტომბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ის საქართველოში ჩამოვიდა სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.
ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც “ქართულ ოცნებას” გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა. მან ამის შესახებ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანმა, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, ქუთაისის სტადიონზე “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა საქართველოს, არ დაეშვა „შეცდომა“ და არ დაბრუნებულიყვნენ წარსულში.
27 სექტემბერს სტადიონზე გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გვერდით პრეზიდენტი ედგა, განაცხადა: „ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ“.