გერმანელ-ირანელი დისიდენტი ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა გერმანელ-ირანელი დისიდენტი ჯამშიდ შარმაჰდი, რომელიც ტერორისტული ოპერაციების ხელმძღვანელობისთვის იყო მსჯავრდებული, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შარმაჰდს, რომელსაც ბრალი -ში დაფუძნებული პრომონარქისტული ჯგუფის ხელმძღვანელობაში დასდეს, სიკვდილით დასჯა შარშან ე.წ. „დედამიწაზე კორუფციისთვის“ მიუსაჯეს.
ჯამშიდ შარმაჰდი ბრალდებას უარყოფდა, მისი ოჯახი კი ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ სპიკერი იყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ბერლინმა არაერთხელ გააფრთხილა თეირანი, რომ გერმანიის მოქალაქის სიკვდილით დასჯას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.
„ჯამშიდ შარმაჰდის მკვლელობა გვიჩვენებს, თუ როგორი არაჰუმანური რეჟიმი მართავს ირანს”, – დაწერა ბერბოკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს – მიშა ციხეშია და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო, ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა