არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში დავა და კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია – ვიქტორ ორბანი
არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს – ეს ასე იყო უნგრეთის არჩევნების შემდეგაც და ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ! – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანმა ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძეს „არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და მასში გამარჯვება მიულოცა“ და მიმართა, რომ უნგრეთის სტატეგიული პარტნიორობის იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს.
ორბანის თქმით, არჩევნების შედეგები უდაოა.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება. არჩევნების შედეგები უდაოა! თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში კამათი მაინც იქნება. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. მსგავსი სახის კამათი არსებობს, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც არჩევნებს თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ასეთ კამათს ყოველთვის ვხედავთ. ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული – თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება – არჩევნები უნგრეთში ჩატარდება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.