კონგრესმენი უილსონი „სამარცხვინოს” უწოდებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ვაშინგტონის რეაქციას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა დემოკრატი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია გააკრიტიკა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო სადმი პოზიციის გამო.
კონგრესმენი უილსონი თანაავტორია ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე -ის კონგრესში ინიციირებული აქტის MEGOBARI, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებასაც ითვალისწინებს.
„სამარცხვინოა, რომ ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაცია აკანონებს „ქართული ოცნების” მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ავტორიტარულად ხელში ჩაგდებას”, – დაწერა დღეს, 29 ოქტომბერს უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში.
რესპუბლიკელი კონგრესმენის რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო მდივნის, ს მიერ ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო და ახლა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონები, რომლებიც ძირითად თავისუფლებებს ხელყოფენ, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო წაიყვანონ ევროატლანტიკური მომავლისკენ.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად.
სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
· „ქართული ოცნება“ – 53,931%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
„ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.