“ნაციონალურ მოძრაობას” ხობის ორგანიზაციაც დაეშალა – პარტია სამეგრელოში კიდევ 28 წევრმა დატოვა, მათგან 10 საკრებულოს წარმოადგენს

ხობი მეოთხე რაიონული ორგანიზაციაა, რომლის 28 წევრმაც “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, 10 საკრებულოს ფრაქციასაც წარმოადგენს. პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, წინამორბედების მსგავსად, წასვლის მთავარ მიზეზად არაფორმალური გავლენები დაასახელეს. თქვეს, რომ ხაბეიშვილი კეზერაშვილის დავალებით “ნაციონალურ მოძრაობას” გაერთიანების ნაცვლად, შლის. პარტიის დატოვების პარალელურად, ახლა, ყოფილი წევრები საკრებულოში ფრაქციისთვის სახელის შეცვლასაც გეგმავენ.
ხობის რაიონული ორგანიზაციის ნაწილის გადაწყვეტილება მოქმედი მენეჯმენტისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხაბეიშვილის ფრთა ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, პარტიულ პროცესებში თითქმის ათი თვეა, ისედაც აღარ მონაწილეობს.
ხობამდე იყო , ზუგდიდი და ჭიათურა. სამივე რაიონული ორგანიზაციის ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ მენეჯმენტთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და ეს პოზიცია ოფიციალურად პარტიის დატოვებით გააფორმა. მიზეზად ყველგან არაფორმალური გავლენები და მართვის არასწორი პრინციპები დასახელდა. ამ გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინ ს გადადგომის მოთხოვნაც უძღოდა. ეს მოთხოვნა ძალაშია თბილისშიც – რაიონული ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრები პარტიაში თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებასა და მმართველი ორგანოს ჩამოყალიბებას მოითხოვენ.
“ნაციონალურ მოძრაობის” მოქმედი მენეჯმენტი ამბობს, რომ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მ ერთობაზე წინ, საკუთარი პირადი მიზნები დააყენეს.
სახელისუფლებო გუნდისთვის “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესი უკვე კომიკურია. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ეს ვითარება ოპოზიციურ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.
ბოლო 3 დღის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობა” 60-მდე წევრმა დატოვა. ზუგდიდის, ჭიათურის, ბათუმისა და ხობის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს. 60 წევრიდან 36 საკრებულოებსაც წარმოადგენს, ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის წევრებთან ერთად ადგილობრივ თვითმმართველობებსაც კარგავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან

ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: როდესაც ათას კორუფციულ გარიგებაში შემჩნეული, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური უცხოელი პოლიტიკოსი გკარნახობს თუ ვინ უნდა იყოს შენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ეს უკვე მეტისმეტია

შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ

ნინო ფოჩხუა კარლ ბილდტის განცხადებაზე: მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?