ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “ქართული ოცნება” უარყოფს გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას, ამიტომაც უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მისი ჩამოგდება

“ქართული ოცნებისთვის” პრორუსულის დაძახება თაღლითობაა, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ტიერი მარიანი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, “ქართული ოცნება” ევროკავშირის “ვოუქიზმს”, გლობალიზმს და ომის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტარის მოსაზრებით, სწორედ ამის გამო სურთ ფონ დერ ლაიენს და სოროსს “ქართული ოცნების” შეცვლა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, კი პირიქით – მხარს უჭერს მმართველ პარტიას.
“ქართული ოცნებისთვის” პრორუსულის დაძახება თაღლითობაა.
ეს არის საქართველოს პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც უარყოფს ევროკავშირის “ვოუქიზმს”, გლობალიზმს და ბელისიზმს.
სწორედ ამიტომ უნდათ ფონ დერ ლაიენს და სოროსს მათი ჩამოგდება და სწორედ ამიტომ არის ვიქტორ ორბანი მათ მხარდასაჭერად საქართველოში ჩასული.” – წერს ტიერი მარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას