ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
„პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.
მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს.
მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად.
მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.
არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“, – აცხადებს „ერთობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი .
პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს მოუწოდა საზოგადოებას პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია “არალეგიტიმურ არჩევნებთან” დაკავშირებით.
ს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.