“ვუთხარით ჩვენი გეგმები” – ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდა

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს საპარლამენტო ს შედეგებთან დაკავშირებით.
“[ელჩებს] ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა. თქვენ ხედავთ გამოხმარებას, რომ ფაქტობრივად, არავინ არ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის. შეხვედრაზე მოგვისმინეს, კითხვები დასვეს, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია. მათი ფუნქციაა დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომ მათ აქვთ დიპლომატებს მხარდაჭერა:
“მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელი დიპლომატიური კორპუსი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ახლა, როგორც არასდროს იქნება ქართველი ხალხის მხარ და მხარ, ვინაიდან არავის არ სჯერა, რაც გააკეთა [ბიძინა] ივანიშვილმა”.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ განმარტა, რომ დიპლომატებთან შეხვედრის ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის და ამან მათი მხრიდან, “დიდი ინტერესი” გამოიწვია.
“ჩვენ ტყუილა არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას, ეს სპეცოპერაცია იყო. ყველა არჩევნებზე, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება 1-2%-ით, ეს იყო მასიური, სისტემური ხმების მითვისება”, – თქვა მან. კითხვაზე, რამდენი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას ხაზარაძე ამბობს, რომ ზუსტი რაოდენობა არ იცის, თუმცა “ოთახი სავსე იყო”.
ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” შევიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი , რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ორბანი ამავე სასტუმროში განთავსდა და უკვე ხვალ, 29 ოქტომბერს მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საზოგადოებას 28 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
· არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”.
· კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
· “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” მიიჩნევს.
· პარტია “გახარია საქართველოსთვის” აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?