გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ

ზღვა ხალხი მოვიდა – რეალურად, ხელისუფლება აქ არის და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ხალხის მთავარი მიზანია, აჩვენონ ყველას, რომ საპარლამენტო ს შედეგებს “არ ვაღიარებთ”.
“დღეს პრეზიდენტთან ერთად ხდება ხალხის მობილიზება. დღევანდელი შეკრების მთავარი მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ შედეგებია ფაქტობრივად გადაწერილი. ამიტომ, ვხედავთ, რომ ზღვა ხალხი მოვიდა. რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ. ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ; რომ სიებს ჩავხსნით, რომ ვართ ერთიანები ამ პოზიციაში. ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ”,- აცხადებს ვაშაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: თუ „კარუსელი“ რეალურია, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, უშუალოდ უბანთან ფულის დარიგების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო? ჩვენი სამართალდამცავები ობიექტურად გამოიძიებენ? – ამიტომ არის მოთხოვნა, რომ უცხოელები ჩაერთონ