სენატორები სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ბოლოდროინდელი შეშფოთებების ფონზე, იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი ჩატარდებოდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ “ამ უქმეებზე სხვა რამის მოწმე გახდნენ”.
სენატორები საუბრობენ დარღვევებზე, რომლებზეც წინასწარი ანგარიშები გამოაქვეყნეს OSCE/ODIHR-მა, IRI-მ და NDI-მ, ასევე ISFED-მა და აღნიშნავენ, რომ ამ დარღვევებმა “სერიოზულად დააყენეს საფრთხის ქვეშ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტები”.
სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობით, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევების შესახებ ცნობები, რათა დადგინდეს, მოახდინა თუ არა ასეთმა ქმედებებმა სერიოზული გავლენა არჩევნების შედეგებზე. სენატორები აღნიშნავენ, რომ ამაზე პასუხისმგებელმა პირებმა “პასუხი უნდა აგონ”.
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებიც აშშ-ის სენატში პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღების საპასუხოდ დარეგისტრირებული ქართველი ხალხის აქტის ინიციატორები არიან, საჭიროების შემთხვევაში აქტში ცვლილებების შეტანაზე მიუთითებენ.