თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს

თურქეთი იმედოვნებს, რომ ნატო-ში შვედეთის განაცხადის დაკმაყოფილების სანაცვლოდ F-16 თვითმფრინავებს მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“დაე, ჩვენმა კოლეგებმა აშშ-ში წარმატებით მოაგვარონ თურქეთისთვის F-16-ების მიწოდების საკითხში კონგრესში, თურქეთის პარლამენტში ნატო-ში შვედეთის წევრობის განხილვის პარალელურად. მოდით ეს ნაბიჯები ერთდროულად გადავდგათ”, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თურქეთისა და უნგრეთის გარდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყანამ შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა