ზურაბიშვილი არჩევნებზე: ოცნებამ, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართულ ოცნებას, სავარაუდოდ, ს სპეცსამსახურებისგან ეხმარებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-სთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა და ევროკავშირი დემონსტრანტებს მხარს დაუჭერს. მანვე დაამატა, რომ კავკასიაში “ძლიერი ევროპის” არსებობა და რეგიონის სტაბილურობა მათ ინტერესებში შედის.
“ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოიყენეს რუსული პროპაგანდა. ხელისუფლება რუსეთთან ხელიხელ ჩაკიდებულმა იმუშავა და სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება. ჩვენ გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა”, – თქვა პრეზიდენტმა.

AP-ს კითხვას, სურს თუ არა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს დასავლელ ლიდერებზეა დამოკიდებული, თუმცა, “ჯერ არ მოსულა იმის დრო, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობები განაახლონ, რადგან ამ დროისთვის ხელისუფლება არალეგიტიმურია”.
***
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო ჩატარდა. ს შედეგები ასეთია:
· ქართული ოცნება – 53.92%
· კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
· ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
· გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)
ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
· ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
· მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
· მარკირების პროცედურის დარღვევა
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
· დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
· 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
· ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
· მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
· უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა
ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, -ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.

ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.

ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.