ანდჟეი დუდა: განვიხილეთ შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ის X-ზე წერს, სალომე ზურაბიშვილთან “ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განიხილა, რომელიც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს”.
“განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, რომელიც მოჰყვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”, – წერს ის X-ზე.
Just had a phone call with President @Zourabichvili_S. We discussed the deeply concerning situation in Georgia following recent parliamentary elections. I reiterated Poland’s unwavering support for the Euro-Atlantic aspirations of the Georgian nation.— Andrzej Duda (@AndrzejDuda) October 28, 2024