სალომე ზურაბიშვილი – აქ ვარ იმისთვის, რომ ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ

მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რისი მიღწევა სურს საპროტესტო აქციებით, რომლისკენაც მან საზოგადოებას მოუწოდა.
„მე არაფრის მიღწევა არ მსურს, მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, ისინი მიჰყავთ ძალით იმ რეჟიმისკენ, რომელიც უფრო ს მსგავსი იქნება, ვიდრე ევროპული დემოკრატიული ქვეყნის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას გეგმავენ, თუ საპროტესტო აქციებით მიზნებს ვერ მიაღწევენ, პრეზიდენტმა უპასუხა: „მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ“.
„ვფიქრობ, არსებობს ბევრი სხვადასხვა სტრატეგია. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ხელახალი ს მოთხოვნაზე და ალბათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარებით ისე, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე. ისინი ასევე აგროვებენ უფრო მეტ ანალიზს იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ასე რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სტრატეგია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სანამ ვარ, ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ