ლევან ცუცქირიძე – მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ – ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ

მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ – ეს მოიგო ოპოზიციამ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის იქნება პარლამენტში, რომელიც იქნება სამართლიანი და სადაც უმრავლესობაში იქნება დემოკრატიული ოპოზიცია.
„მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ. მე აუცილებლად ვიქნები პარლამენტში, რომელიც იქნება სამართლიანი, სადაც უმრავლესობაში იქნება დემოკრატიული ოპოზიცია, რომელმაც ეს არჩევნები მოიგო”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ამასთან, ცუცქირიძემ ისაუბრა დღევანდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ „ამ აქციაზე მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციას და ყველას შიგნით და გარეთ აჩვენოს, რომ ქართველი ხალხი იმ უსამართლო შედეგს არ ეგუება“.
„დღევანდელი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია. ამიტომ, დღეს ჩვენ უნდა გამოვიდეთ აქციაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ. გავამაგროთ ერთმანეთი, დავუჭიროთ მხარი ოპოზიციას და ყველას შიგნით და გარეთ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი უსამართლო შედეგს არ ეგუება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ