„დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე“ – ირაკლი კობახიძე

მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით ეს 4 წელი იყო ურთულესი.
„მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი ირ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო 4 წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა გამოვლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს.
„ბოლოს გადაგიხდით თქვენ მადლობას, მინისტრებს, მთავრობის წევრებს. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. თქვენ აკეთებდით უმნიშვნელოვანეს საქმეებს გასული 4 წლის განმავლობაში. ძალიან დეტალური და ვრცელია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. ეს ყველაფერი საკმაოდ ხელშესახებია საზოგადოებისთვის. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასული 2-3 თვის განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტის წარდგენის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენი წვლილი ამ გამარჯვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე“, – განაცხადა მ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს