მამუკა მდინარაძე – შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება – კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით

შეგვიძლია საერთაშორისო შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში 26 ოქტომბერს შედგა, რომლის შედეგების ვერაღიარება ყველაზე სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს.
„დიახ, საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერაღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დაარქვით, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, ამასთან დაკავშირებით სიტყვა არ თქმულა, რაც ძალიან გასაკვირია. საუბარი მიდის გამჭვირვალობის და სხვა კანონებზე. არჩევნებზე განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. რა შუაშია ერთი მეორესთან?!“- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნები არალეგიტიმურად არავის უღიარებია.
„დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…