“გავატარეთ არაერთი რეფორმა” – რა რეფორმებს ჰპირდება მთავრობა ბიზნესს?

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ არაერთი რეფორმა გაატარა, რომელიც საერთაშორისო ინდექსებშია შეფასებული. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, Bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა რეფორმების გატარებას აპირებს “ქართული ოცნება” ბიზნესკლიმატის და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, რამდენადაც ბიზნესი მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ძირითად რეფორმად დღემდე მხოლოდ მოგების გადასახადის რეფორმას იხსენებს. საპასუხოდ, დავითაშვილმა გეგმებზე არ ისაუბრა და გაუქმებულ Doing Business რეიტინგში საქართველოს პოზიციონირებაზე გაამახვილა ყურადღება.