დოუტი: დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს – უნდა ჩატარდეს გამოძიება

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს.
როგორც დოუტის განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს მხარს უჭერს.
“დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ 50 დამკვირვებელი გაგზავნა. ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ძალზე პოლარიზებულ გარემოზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე, მასშტაბურ დაშინებასა და ამომრჩეველთა იძულებაზე.
სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გავლენასთან ერთად, ეს არაა ღია და დემოკრატიული საზოგადოების ქმედებები და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დემოკრატიისადმი ერთგულების შემცირება უნდა შეცვალონ. ჩვენ ამ პროცესს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახლოდან დავაკვირდებით და მზად ვართ მხარდაჭერისთვის”, – წერია განცხადებაში.
***
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო ჩატარდა. ს შედეგები ასეთია:
· ქართული ოცნება – 53.92%
· კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
· ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
· გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)
ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი , ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
· ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
· მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
· მარკირების პროცედურის დარღვევა
· ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
· დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
· 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
· ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
· მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
· უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა

ასევე დაგაინტერესებთ