იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პარტიისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მმართველმა კოალიციამ გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო ს წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში 215 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 233 ადგილი იყო საჭირო. უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDP) კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა. პარტიის ლიდერმა, იოშიჰიკო ნოდამ განაცხადა, რომ აპირებს სხვა პარტიებთან მუშაობას მოქმედი მმართველების განდევნის მიზნით.
„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალმა ლიდერმა, შიგერუ იშიბამ მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მიიღებენ.
”ამომრჩევლებმა გამოგვიტანეს მკაცრი განაჩენი და ჩვენ თავმდაბლად უნდა მივიღოთ ეს შედეგი. იაპონელმა ხალხმა გამოხატა თავისი ძლიერი სურვილი, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ გახდეს პარტია, რომელიც მოქმედებს ხალხის ნების შესაბამისად,” – განაცხადა შიგერუ იშიბამ.
BBC-ი წერს, რომ შიგერუ იშიბამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერ-მინისტრად ფიცის დადებამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა, მაგრამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვამ ახლა მისი პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა