რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა თავის ტელეგრამ-არხში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
„როგორც ამბობენ, ჯერ ჩუმად მინდოდა ყოფნა. მაგრამ რაკი ჩვენს ქვეყანას შეეხნენ, ვუპასუხებ.
სისულელეა იმის ფიქრი, რომ ევროკავშირს შეუძლია კიდევ ვინმეს მიანიჭოს ევროპული მომავალი.
სხვათა შორის, კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რითია უარესი ქართული მომავალი ევროპულზე? საქართველო, შევახსენებ ამ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე უფროსია“, – წერს იგი.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარება საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების ტოლფასია.