„საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს“ – ჩეხეთის საგარეო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება.