პრეზიდენტი – ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა – ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ჩვენს ხალხზე განხორციელდა

დღევანდელი ტექნოლოგიები გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის.
„ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში – რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო . პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.