პრეზიდენტი უერთდება არასამთავრობოების მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“

საქართველოს პრეზიდენტი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს „შენი ხმა ევროკავშირს“.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოდან სხვადასხვა ინიციტივები, ერთად თუ ცალ-ცალკე, საერთო გზავნილს უგზავნის ევროპას.
„9 დეკემბერს იქნება არასამთავრობეობის მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან იმისთვის, რომ ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი, როცა რამდენიმე დღეში ველოდებით გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, პირადად მიიღებს თუ არა მონაწილეობას სამოქალაზო საზოგადოების დაგეგმილ მარშში.
„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა. მარში სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით 9 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ