ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით

ნიღბები ჩამოხსნილია. მიხაელ როთი და რამდენიმე ევროპარლამენტარი ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბუნდესტაგის დეპუტატს მიხაელ როთს და კანადისა და ევროპის რამდენიმე პარლამენტარს ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
„ნიღბები ჩამოხსნილია. ქვემოთ წერილზე ხელმომწერები საქართველოში ჩატარებული ს არა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენენ და ხალხის ნებას პატივს არ სცემენ, ისინი აგრეთვე ძირს უთხრიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ნდობას საბჭოური პროპაგანდის სტილში სამარცხვინო დეზინფორმაციის გავრცელებით“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელ X-ში.
როთმა დღეს სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა მისი და რამდენიმე ევროპელი და კანადელი პარლამენტარის საერთო წერილი, რომელშიც ისინი მოითხოვენ პერსონალური სანქციები დაუწესონ მათ, ვინც საქართველოში „არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა, დააშინა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებულ 2012 წლის გამარჯვებას, დღესაც დაცვა სჭირდება. როდესაც საქართველოში არის მშვიდობა და ჩვენი სახელმწიფო ვითარდება, ახალგაზრდულ ჟინსა და ენერგიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, ჩვენს სამშობლოს წინ კიდევ არაერთი გამარჯვება ელოდება

ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის