ბოკუჩავას თქმით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს პარლამეტში შესვლას

“ერთიანობა ნაციოანალური მოძრაობა” აცხადებს, რომ არ აღიერებს ს შედეგებს და არ აპირებს პარლამეტში შესვლას. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შევლამდე გააკეთა.
„ჩვენ გახსოვთ ვიყავით პირველი ვინც გავაკეთეთ განცხადება გუშინ იმასთან დაკავშირებით რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა, რომ ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება.
ბუნებრივია როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდა როდესაც საუბარია ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაზე“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა კლინიკა “ვივამედში” მყოფი მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი, . სააკაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ უნდა შევიდეს და მათ ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.
“რა თქმა უნდა, პარლამენტში არ უნდა შევიდეს არავინ! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო და იმაზე წუხილი, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დიდი საპროტესტო აქციების დროა. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დასაკარგი დრო არ გვაქვს!” – წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, საპარლამენტო არჩევნებზე საჯაროდ თქვა უარი “კოალიციამ ცვლილებებისთვის”. კოალიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა, რომ “არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არალეგიტიმური”.
“ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს.
მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ამიტომ მე დღეს ვამბობ უარს ჩემს საპარლამენტო მანდატზე”, – თქვა მან ბრიფინგზე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
· “ქართული ოცნება” – 53,93%;
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,03%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,161%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,814%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,771%.
ს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ