ვაგენერი არჩევნებზე: ეს შემაშფოთებელი დარღვევები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული

საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო სთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა დაშინებებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრეს.
ეს შემაშფოთებელი დარღვევები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამგვარად, აღნიშნული არჩევნები უაღრესად იმედგამაცრუებელი უკუსვლაა იმ ქართველებისთვის, რომლებიც დემოკრატიულ, ლიბერალურ და ევროპულ საქართველოში ცხოვრებას იმედოვნებენ.
კიდევ ერთხელ – ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია ვერ მოხერხდება, თუ საქართველოს მთავრობა ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე დარჩება. უნდა გაუქმდეს დისკრიმინაციული და გამყოფი კანონები, როგორიცაა აგენტების კანონი და ანტი-LGBTQI კანონპროექტი.