გერმანიის საგარეო უწყება – გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, – აცხადებენ უწყებაში.
გერმანიის საგარე საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ