ENEMO: ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას

ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის შედეგად, პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა. ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ზლატკო ვუიოვიჩის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები არ ითვალისწინებდა თანასწორობასა და გამჭვირვალობას.
“გამოვლინდა ოპოზიციის მიმართ ძალადობა, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის არაჯეროვნად გამოყენება. სამოქალაქო საზოგადოება და მედია ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჯამურმა დარღვევებმა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ ხასიათზე საგრძნობლად იქონია გავლენა.
ასევე, ანგარიში შეეხება წინასარჩევნო პროცესებსაც. ხაზგასმით ვიტყვით, რომ იყო დაძაბული გარემო, ვრცელდებოდა დეზინფორმაციაც. ინკლუზიურობასა და თანასწორობას ეს პროცესი აფერხებდა”, – განაცხადა ვუიოვიჩმა.