ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს – კობახიძე

ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს. ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაიწყებს პარლამენტი მუშაობას, დამტკიცდება მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა -ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს“.
„ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება პროცესები ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციას საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვს, სხვათა შორის, უკვე მესამე საპარლამენტო ტარდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცესკო-ს შენობასთან მივარდნაც კი ვერ გაბედეს. ამას მარტივი მიზეზი აქვს- იმდენად შთამბეჭდავი და აშკარაა გამარჯვება, მათ შორის, იმდენად უსუსურია ყოველგვარი მცდელობა, ისაუბრონ არჩევნების მანიპულაციაზე ელექტრონული არჩევნების და უპრეცედენტო წინასაარჩევნო გარემოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა მათ მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული“,-განაცხადა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, განსხვავებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავის ამომრჩეველს არასოდეს ატყუებენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მცირე მონაცემები მინდა გაგაცნოთ, წინა არჩევნებზე, რადიკალურმა ოპოზიციამ 845 000 -ზე მეტი ხმა მიიღო, ახლა მხოლოდ 770 000 ხმა მიიღო. გარდა იმასა, რომ ჩვენი რეიტინგი და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ შემცირდა. ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. კერძოდ, ქართველი ხალხი ხედავს საით ექაჩებოდა ამ 4 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას, შედეგიც არის სახეზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას. მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი. ისინი კიდევ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ არჩევნებს იგებდნენ, თუმცა ახალი კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ თვალებში საკუთარ ამომრჩეველს ჩახედონ და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ამომრჩეველს არ ვატყუებთ, ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა, ჩვენი გამარჯვება და შედეგიც სახეზეა.
მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც, მთელი რიგი „ენჯეოები“ პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ კიდევ ერთხელ 4 წელიწადში უკვე მესამედ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად, უსუსური მცდელობა. ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსები, სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“.
მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამორიცხული იყო.
„იყო ზოგადი საუბრები, თუმცა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შეუძლებელია ვინმემ რაიმე კონკრეტიკაზე ისაუბროს. რეგისტრაცია, ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდებოდა. ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები, შესაბამისად, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია. არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია – ეს არის და ეს“,- განაცხადა მ.