ოკუპანტების წინააღმდეგ ომში მყოფი ქვეყნის მარკეტინგი

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯარისკაცების დეფიციტის შევსებას მარკეტინგით ცდილობს
ხარკოვის ქუჩებში განთავსებულ უზარმაზარ ბილბორდზე გამოსახულია ქალი პისტოლეტით, რომელიც მოტოციკლზე მჯდომ მამაკაცს ეხუტება. იქვეა წარწერა: „მე მიყვარს მესამე მოიერიშე ბრიგადა“. ეს არის იმ სარეკლამო კამპანიის ნაწილი, რომელიც ს წინააღმდეგ ომში ახალწვეულების მოზიდვას ისახავს მიზანს. ბილბორდზე გამოსახული სურათი შეიძლებოდა სულების რეკლამად ან გაცნობის აპლიკაციადაც გამომდგარიყო, მაგრამ ამჯერად მისი მიზანია ხარკოველების იმაში დარწმუნება, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბრიგადას შეუერთდნენ. ჯარისკაცი ვოლოდიმირ დეგტიაროვი, რომელიც სხვა ბრიგადაში (სახელად “ჯარტია“) მსახურობს და კომუნიკაციებზეა პასუხისმგებელი, აღიარებს, რომ „ცოტა ეჭვიანობს“. „ჯარში ასეთი თამამი ნაბიჯი, საჯაროობის თვალსაზრისით, არავის არასოდეს გადაუდგამს“, – გვეუბნება 44 წლის ჯარისკაცი კაფეს ტერასაზე. „ამ ბილბორდის წყალობით, სამხედრო სამსახური სექსუალურად გამოიყურება“, – მიიჩნევს დეგტიაროვი.
მაისში უკრაინამ მიიღო ახალი სამობილიზაციო კანონი, რათა ათიათასობით ახალ ჯარისკაცს მოუყაროს თავი, მაგრამ ქვეყნის არმია რუსეთის ჯარების მიერ მაინც დასუსტებულია. ახალი კანონით, ბრიგადებს უფლება მიეცათ, თავიანთი მომავალი ჯარისკაცების მობილიზება თავადვე მოახდინონ და ბილბორდების და სოციალური მედიის სარეკლამოდ გამოყენებამაც არ დააყოვნა. სამხედრო დანაყოფები, შემოწირულობებისა და ახალწვეულების მოზიდვის იმედით, ერთმანეთს ეჯიბრებიან. დეგტიარევისთვის, რომელიც რუსეთის შემოჭრამდე პრესასთან ურთიერთობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ეს არის „ძალიან კარგი და ჯანსაღი კონკურენცია“, რომლის საერთო მიზანი ომში გამარჯვებაა. თავის შეტყობინებებში დეგტიაროვის ბრიგადა დაჟინებით ითხოვს მიმზიდველ ხელფასს, რათა „უფრო დიდი აუდიტორია“ დააინტერესოს.
ჯარისკაცი, სახელად ივანი, რომელიც კომუნიკაციებზე სხვა ქვედანაყოფშია („აიდარის“ ბატალიონი) პასუხისმგებელი, განმარტავს, რომ ჯარისკაცების მოსაზიდად და ძველი საბჭოთა იარაღის თავიდან მოსაშორებლად, მას სამხედრო „თანამედროვე“ აღჭურვილობის რეკლამირება სურს. დონეცკის ოლქიდან გაწვეული 28 წლის ჯარისკაცი ამბობს, რომ ის ყველანაირად ცდილობს, „პატიოსნად“ დარჩეს და „ემოციებზე“ თამაშს თავი აარიდოს. ეს არის მე-3 მოიერიშე ბრიგადის სარეკლამო კამპანიის არაპირდაპირი კრიტიკა, რომლის სარეკლამო ფოტომ, ახალგაზრდა შეიარაღებული ქალი მოტოციკლზე მამაკაცს რომ ეხვევა, უკრაინაში დებატები გამოიწვია. კრიტიკოსების აზრით, ასეთი რეკლამა ომის ცრუ და გლამურულ იმიჯს ქმნის. თუმცა, 50-მდე წლის მამაკაცის, იურის თქმით, რომელსაც სააგენტო „ფრანს პრესი“ ს ქუჩებში ესაუბრა, „ყველა საშუალება მისაღებია“.
„თუ გამვლელი ფოტოზე ხედავს ჯარისკაცს ლამაზ გოგოსთან ერთად, ის მის ადგილზე წარმოიდგენს თავს“, – ამბობს იური. ასეთი სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის შეფასება რთულია, მაგრამ დეგტიარევი ამბობს, რომ ისინი აუცილებელია. „უკრაინაში 150 ბრიგადაა. მაგრამ თუ ადამიანებს დაელაპარაკებით, მათ მხოლოდ 10 ან 15 შეუძლიათ დაასახელონ“. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი შეზღუდულია, დეგტიაროვი სააგენტოს მომსახურებაზე და სარეკლამო ფართზე ფასდაკლებით სარგებლობს. მისგან განსხვავებით, „აიდარის“ ბატალიონის წევრი ივანი მხოლოდ სოციალურ ქსელებს, ძირითადად კი ფეისბუკს იყენებს, სადაც მას 172 000 გამომწერი ჰყავს.
„ტელეგრამ-არხიც“ ასევე ფართოდ გამოიყენება, ძირითადად, იმიტომ, რომ მას მოდერაციის უფრო მოქნილი პოლიტიკა აქვს და ბრიგადები არ ერიდებიან სურათების გაზიარებას, რომლებზეც ასახულია, რუს ჯარისკაცებს როგორ დასდევენ დრონებით ან კლავენ. „ტელეგრამს“ ყველაფრის ჩვენება შეუძლია, მათ შორის იარაღის და ძალადობის“, – ამბობს ივანი, თუმცა მისი ზოგიერთი ვიდეოს წაშლის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს.
წყარო: 1 არხი