ზუგდიდში, პარტია ახალის ოფისს ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ თავს. მათ პარტიის ოფისს ქვები ესროლეს, იქ მყოფ ადამიანებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
თავდამსხმელები ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. ისინი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფორმულას ინფორმაციით, ამ დროისთვის ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.