ბადრი ჯაფარიძე – რაც ცესკომ გამოაცხადა, აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას – მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ, გვავალდებულებს გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა

ჩვენი მხარდაჭერა გვავალდებულებს, რომ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ს მიერ გამოცხადებული შედეგი მოქალაქეების ნებას არ ასახავს.
“ეს, რაც ცესკომ გამოაცხადა, რა თქმა უნდა, საერთოდ აცდენილია ჩვენი თანამოქალაქეების ნებას, ეს არის მანიპულაციებისა და დაშინების გამოყენებით მიღებული შედეგი და, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამსახველი ჩვენი მოქალაქეების ნების, მაგრამ ჩვენ გვავალდებულებს ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ თითოეული ხმის დასაცავად ბრძოლა და ჩვენ ამას ვახორციელებთ ამ კონკრეტულ მომენტში”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.