ჩემი ხმა: დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმას ერთ-ერთმა წევრმა ნინო ლომჯარიამ ს პროცესის დაკვირვების დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა და თქვა, რომ დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე.
მისი თქმით, დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
“რეალურად, არჩევნების დღემ ახსნა თუ რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების შეგროვება ამომრჩევლების. ვფიქრობთ, ეს სქემა გაიშიფრა – უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ განსაკუთრებით დამკვირვებლებს არ აძლევდნენ საშუალებას, დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს. ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე ვნახეთ მოსული პირები, რომლებსაც პასპორტში ედოთ პირადობის ნომრები, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ამ პირადობის ნომრების გამოყენებით სხვის ნაცვლად ხმის მიცემის შემთხვევებს და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ დიდი გაყალბების სქემაში ეს ინფორმაცია იყო ამგვარად გამოყენებული, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი სქემა და კომპლექსურად ერთობლიობა იმ დანაშაულებრივი ქმედებების ვფიქრობთ, რომ დიახ, მოახდინა გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და საერთო ჯაში მიგვაჩნია, რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
ასევე, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ საზღვარგარეთ სპეციალურად შეიქმნა სიტუაცია, რომელმაც რეალურად პროცესის კოლაფსი გამოიწვია. თითქმის ყველა ევროპის ქვეყანაში ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით ინფორმაციას, რომ მხოლოდ 2 რეგისტრატორი იჯდა მცირე ზომის ოთახში და რეალურად, ეს უბნები ვერ უზრუნველყოფენ ამომრჩევლის გამტარუნარიანობას, მათ უწევდათ საათების განმავლობაში გარეთ დგომა და ბევრმა მათგანმა დატოვა ადგილი და ვერ მისცა ხმა. ეს იყო განზრახი გადაწყვეტილება, რომ წაერთვათ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ბევრი თანამოქალაქისთვის ხმის მიცემის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გავუსვათ ხაზი”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.