ოლექსი გონჩარენკო – ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას

ორბანმა სირცვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება.
“ორბანმა სირცხვილი დაკარგა, ხმების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის სამთავრობო პარტიას ულოცავს გამარჯვებას”, – წერს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში „დიდი სხვაობით გამარჯვება“ მიულოცა.
„საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ