მამუკა მდინარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.
მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.
“როგორც უკვე იცით და ს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გაგა ჩხეიძე: არ მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი იდეა განხორციელდება, ამიტომ ხელისუფლების ცვლილებას და უკეთეს დროს უნდა დაველოდოთ, როცა ქვეყანა თავისი კულტურული წარსულის დაფასებას ისწავლის