“ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს” – გრიშა ონიანი

სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გრიშა ონიანი ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს თუ ვინ ურჩევნია, სტალინი თუ ბიძინა ივანიშვილი.

გრიშა ონიანის მხრიდან სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თუმცა მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ სტალინს ივანიშვილი ურჩევნია.

“ბიძინა ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, დიახ, ბატონო, სტალინს. ბიძინას უფრო კარგი რეფორმები აქვს, ის, მაშინ ბნელ ეპოქაში ცხოვრობდა. რა გინდა შენ რა გაინტერესებს, ბევრი ფული დაახარჯა საქართველოს და ააყვავა. ბიძინამ თქვა, რომ ოჯახი უნდა იყოს სუფთა, ოჯახი უნდა იყოს წმინდა, ლგბტ უნდა გავანადგუროთ, ნაციონალური მოძრაობა უნდა გავასამართლოთ და დედა უნდა ვუტიროთო და მეტი რა თქვას? ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს…” – თქვა ონიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები