იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

იმედის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ქართული ოცნება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ამავე დროს, GORBI-ს ეგზიტპოლის შედეგებით, ქართულმა ოცნებამ 56% მიიღო, ამავე დროს, სხვა ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად მმართველ პარტიაზე მეტი აიღო.

“იშვიათია ასეთი შემთხვევა, რომ ერთი და იგივე სიტუაცია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს, ეს არის ქართველი ხალხის ნიჭიერების კარგი მაჩვენებელი. გარწმუნებთ და ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, გასაგებია, რომ ჩვენზე მდიდარი ქვეყნები არსებობენ, ჩვენზე დიდი ხნის დემოკრატია აქვთ, მაგრამ საზოგადოება არ არის არცერთ მდიდარ ქვეყანაზე ნაკლები საზოგადოება, სწორედ ამ შეგნებით, ეს არის გადამწყვეტი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დიდ წარმატებას მიაღწევს უახლოეს ისტორიაში”, – განაცხადა ივანიშვილმა პარტიის ოფისის წინ შეკრებულ მოქალაქეებთან.