საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა, 20:00 საათზე უბნები დაიხურა – იწყება ბიულეტენების დათვლა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. ახლა უკვე ს შედეგების დათვლა იწყება.
საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
ასევე პირველად, ეს ელექტრონული არჩევნები იყო, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ს ხმის მიცემა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით შეეძლო.
ს ინფორმაციით, 26 ოქტომრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩეველმა არჩევანი შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის გააკეთა:
(#41) “ქართული ოცნება“
(#5) “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი, დროა
(#9) “ძლიერი საქართველო“ – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
(#25) “გახარია საქართველოსთვის“
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
(#36) “გირჩი“
(#23) “ჩვენ“
(#6) “ევროპელი დემოკრატები“
(#17) “საქართველო“
(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
(#26) “მემარცხენე ალიანსი“
(#20) “თავისუფალი საქართველო“
(#21) “ტრიბუნა“
(#16) “შეცვალე საქართველო“
(#27) “ქართველ ერთობა“
(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურა. აქედან საქართველოში 3 044 უბანი გაიხსნა, მათ შორის იყო 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გაიხსნა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველი იყო შეყვანილი.

ასევე დაგაინტერესებთ