ISFED: მარნეულის N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა

სამართლიანი ს და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მარნეულში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი ისევ დაფიქსირდა.
დოლიძის ინფორმაციით, მარნეულის N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ISFED-ის დამკვირვებელმა ის საარჩევნო უბნიდან გააძევა.
“კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა თქმა უნდა, გასაჩივრებული გვაქვს აღნიშნული საარჩევნო უბანი.
[…]
N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ჩაყარა 20-ზე მეტი ბიულეტენი და “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი უბნიდან გამოაძევა”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
მანამდე, მარნეულში, N69 საარჩევნო უბნის მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო. ამის შესახებ ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა.
მისივე თქმით, მოქალაქის ვინაობა, რომელმაც მარნეულში, ცესკოს 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა, მოგვიანებით იქნება ცნობილი.