„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ოფისში შეიჭრნენ

პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მათ ოფისში შეიჭრნენ და დარბევა სცადეს. კონფლიქტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი უცხო პირებმა ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს.
„ხედავენ, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ და ზონდერებს აგზავნიან ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ოფისში. რამდენიმე ათეული მანქანით შემდგარი კოლონა იყო. შემოვარდნენ ოფისში, დაიწყო ძალადობა. რა თქმა უნდა, ჩვენებმა სათანადო პასუხი გასცეს“, – უთხრა ლევან ბეჭაშვილმა „ფორმულას“.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)