გიორგი ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ

ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“- ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ ს მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე – 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამ წუთას, აბსოლუტურად უკანონოდ,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ბრიფინგზე განაცხადა.

მან სამართალდამცველებს დაკავებულთა გათავისუფლებისკენ, მოსახლეობას კი საქართველოს ევროპული მომავლის განსამტკიცებლად, მეტი აქტივობისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ დიდი აქტივობისკენ. დარჩა 2 საათი არჩევნების დამთავრებამდე- ყველანი საარჩევნო უბნებზე, რომ იმდენად ძლევამოსილი იყოს ჩვენი გამარჯვება, არავის კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს და არავის მანიპულაციის შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ და კიდევ ერთხელ ვიმარჯვებთ და მინდა, რომ ყველამ ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება, ამიტომ, ვინც არ ყოფილა არჩევნებზე, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ.

ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“- ისინი თავს ესხმიან დამკვირვებლებს, ისინი ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც არ აძლევენ მათ არჩევნების მანიპულაციის შესაძლებლობას და ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე – 5 ადამიანი, ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები ახლა, ამ წუთას, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პოლიციისგან მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება. მე მივმართავ პოლიციელებს, რამდენიმე საათი დარჩა ამ ხელისუფლებას, ნუ სჩადიხართ უკანონო ქმედებას, ყველაფერი ხომ აღბეჭდილია კამერებზე, გადაღებულია ყველაფერი. ძალადობას ექნება კონკრეტული პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად და უმკაცრესად ყველას მიმართ იქნება გამოყენებული კანონის ის მუხლები, რომლებიც ამ ძალადობას ახალისებს, რომლებიც უკანონო ქმედებებს ახალისებს. „ქართული ოცნება“ მარცხდება, თქვენ ხედავთ „ქართული ოცნების“ ნირწამხდარ წარმომადგენლებს, რომლებიც ხმასაც ვეღარ იღებენ, იმიტომ, რომ უპირატესობა არის ძალიან დიდი ჩვენ მხარეს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მივიდეთ არჩევნებზე. უცხოურ უბნებზე, სადაც დამთავრდა არჩევნები, კატასტროფული შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“ -20%-იც არ აქვს, ფაქტობრივად, არც ერთ უბანში, მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იგივე იქნება საქართველოში. მოვუწოდებ საზოგადოებას, ყველა ამ ძალადობაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ადამიანის მისვლა არჩევნებზე, რომ საქართველო გავიყვანოთ ევროკავშირის გზაზე, წავიდეთ წინ და ამ იზოლაციონისტებს ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ არა და უარი.“- განაცხადა ვაშაძემ.