სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს მშვიდობის განმტკიცება განმსაზღვრელი არჩევანია საქართველოს შემდგომი სტაბილური განვითარებისა და უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისთვის.
„ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის, საქართველოს უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის, უაღრესად, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება. მჯერა, რომ სწორედ ეს არის დღეს ის არჩევანი, რაც განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და მის ღირსეულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაერთიანებას და უფრო გაძლიერებული სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მიღწევას,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ასევე სახალხო დამცველმა და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კომისიის წევრების სიღრმისეული გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის, მათ შორის, უსინათლო პირების არჩევნებში ეფექტური მონაწილეობისთვის. მისი დაკვირვებით, დღეს ამ მხრივ, კომისიის წევრებვი მომზადებულნი არ არიან.