„სირცხვილია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“ – პრეზიდენტი მარნეულის 69-ე უბანზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას.
„სირცხვილია, სირცხვილია, და ძალიან ამორალურია ეთნიკური უმცირესობის გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად“, – წერს ზურაბიშვილი.
მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უბნიდან გააძევეს. ეს უბანი ახლა დახურულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში