რუსთავში რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობაში

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
რეპორტიორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.
ეს მოჰყვა რადიო თავისუფლების მცდელობას, დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
ინციდენტს შეესწრო რუსთავის ოლქში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსუდან მჭედლიძე.
ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ არაიდენტიფიცირებადი პირები კანონდარღვევით იმყოფებოდნენ უბნის ტერიტორიაზე, რის შესახებაც -ს ცხელ ხაზზე ორი შეტყობინება დააფიქსირა, თუმცა პატრული ამ დრომდე არ მისულა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობები ორივე მხრიდანაა საჭირო – ეს ადვილი არ არის და შესაძლოა სამართლიანიც კი არ იყოს