„ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობით შევძლებთ ყველა ეროვნული მიზნის მიღწევას“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეს განვითარება მომავალშიც შენარჩუნდება.
„ვხედავ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და იმედი მაქვს, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს – ხმას მისცემს იმ ძალას, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას და ეს განვითარება შენარჩუნდება მომავალშიც“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრეზიდენტმა
პარლამენტის თავმჯდომარემ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თავდაცვის მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
თბილისის მერმა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა:
გიორგი გახარიამ (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)
ზურა გირჩი ჯაფარიძემ
გიორგი ვაშაძემ
ანა დოლიძემ
ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)
გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)
ნიკა მელიამ
მამუკა ხაზარაძემ
ლევან ხაბეიშვილმა